ბესიკ ამირანაშვილი, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს გაეცნო

03/07/2020

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილესთან, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერებთან, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის World Vision საქართველოს ახალციხის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტის გაცემის პროცესს გაეცნო. რეგიონში გრძელვადიან პროგრამას, პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო მხარდაჭერა შეჭირვებულ ოჯახებს სურსათით და ჰიგიენური საშუალებებით ორგანიზაცია ახორციელებს მუნიციპალიტეტებში.
სულ დღემდე ორგანიზაცია დაეხმარა 850 ოჯახს. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა გასულ კვირას მიიღო 4.000$ შემოწირულობა ჰონგ-კონგში ბაზირებული ორგანიზაციიდან “Drop of Life”, რომელიც სრულად მოხმარდება შეჭირვებულ ოჯახებში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგებას. სულ შესყიდულია 110 საკვები და ჰიგიენური ამანათი, რომელიც გადაეცემა ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 ოჯახს და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 60 ოჯახს. 1 ამანათის ღირებულებაა 110 ლარი. ორგანიზაცია ამ შემოწირულობის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებთან. საკვების დარიგება განხორციელდება ერთობლივად მუნიციპალიტეტების და ორგანიზაციის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0