ბესიკ ამირანაშვილი რუმინეთის ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთს რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა სტუმრობდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბესიკ ამირანაშვილსა და რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუმინიეთისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებს.ასევე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რუმინეთის ერთ-ერთ რეგიონთან დამეგობრების საკითხი.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის განვითარებაზე.
რუმინეთის ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ აღნიშნა, რომ მისთვის სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა, რადგან რუმინელი ხალხისთვის უდიდესი წმინდანი ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სწორედ სამცხე-ჯავახეთიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან იყო.

Visited 141 times, 1 visit(s) today