ბესიკ ამირანაშვილი, სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. სამცხე-ჯავახეთში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სამედიცინო ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები. დასასრულს უახლოვდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული პროექტებიც.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მშენებლებისგან ობიექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე აქცენტი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე გაკეთდა.
სამუშაო შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.