ბესიკ ამირანაშვილი, სომხეთის ტერიოტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

18/10/2022

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სამხარეო ადმინისტრაციაში სომხეთის ტერიოტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილეს ვაჩე ტერტერიანს და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე და აღინიშნა, რომ გარდა მთავრობების მჭიდრო თანამშრომლობისა, სასურველია ჩამოყალიბდეს ფორმატი, ადგილობრივი ხელისუფლებების ურთიერთ თანამშრომლობისათვის, განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. ამასთანავე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთმანეთს გაუზიარონ წარმატებული გამოცდილება, რომელიც მიღებული აქვთ დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თითმმართველობის განვითარებისა და რეფორმირების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0