ბესიკ ამირანაშვილი, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

29/02/2024

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხეში ვიზიტით მყოფ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანნა ლიბერგს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში შედგა. ელჩმა ანნა ლიბერგმა ახალციხის ციხის კომპლექსი სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა და სამცხე-ჯავახეთის კულტურულ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნო. მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე და სამცხე-ჯავახეთი DMO-ს ხელმძღვანელი დავით მუმლაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0