ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

13/03/2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა შეხვედრაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 370-ზე მეტი პროექტია დაგეგმილი, რომელიც ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდიდან, მთის ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში. რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0