ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

06/10/2022

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ადიგენის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ უდეში, ე.წ ზაზათუბნის საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე მონაკვეთი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 610 მეტრი გზის მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის საფარი დაიგო, აგრეთვე სანიაღვრე არხები, ცხაურები, მილხიდები, ეზოში შესასვლელები, გაბიონები და მიერთებები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულება 913 585 ლარს შეადგენს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ე. წ „ხანდაკების“ უბნის მიმართულებითაც, პროექტის ფარგლებში 1,3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა, სანიაღვრე არხებით, გაბიონებით, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებით, ეზოში შესასვლელებითა და მიერთებებით. პროექტი, რომელიც 2 ეტაპად წარიმართება, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება ჯამში 1 268 999 ლარს შეადგენს. ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ პატარა სმადაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასასვენებელი სკვერის მოწყობითი სამუშაოები მოინახულეს, პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება თექვსმეტიათას სამს ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0