სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში 17 სპორტსმენს და 5 მწვრთნელს, საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დაესწრო. ბესიკ ამირანაშვილმა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა რეგიონის წარმატებასა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
Visited 86 times, 1 visit(s) today