სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებთ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. გუბერნატორმა ახალციხელ ვეტერანებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომში გარდაცვლილი გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ გადაიხადა. ომში სამცხე-ჯავახეთიდან 27 მებრძოლია დაღუპული.
Visited 156 times, 1 visit(s) today