დაბა ბაკურიანში შობა-ახალი წელი მოქალაქეებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მიულოცეს. ღონისძიების განმავლობაში ხელმძღვანელმა პირებმა შეკრებილ პატარებს საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს. გალა-კონცერტის დაწყებამდე ადგილზე შთამბეჭდავი ცეცხლოვანი შოუ გაიმართა, შემდეგ კი დამწრეთა საზეიმო განწყობაზე ჯგუფებმა „ფრანმა“ და „რეგიონმა“ იზრუნეს.
Visited 94 times, 1 visit(s) today