ბესიკ ამირანაშვილმა, მიმდინარე პროექტები მოინახულა

02/12/2022

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერებმა ანივარდ მოსიოანმა და მელქლონ მაკარიანმა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მერიების ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე პროექტები მოინახულეს. ქალაქ ნინოწმინდაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვლის ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში დასრულდა ჰაოს-ქართლოსის პარკის რეაბილიტაცია. ამავე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს თავისუფლების ქუჩაზე არსებული პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები; ქალაქ ნინოწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული დუმბაძის, კაპუტიკიანის, ნინოშვილის, ძერჟინსკის ქუჩების რეაბილიტაცია; დასრულდა ამავე ფონდიდან დაფინანსებული სოფლების – დიდი არაქალისა და პატარა არაქალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; წელსვე დასრულდება აგრეთვე ,მრავალწლიანი შესყიდვის პროექტი -სოფელ გონდრიო-ყულალისის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ პატარა ხანჩალში დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა, პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. უახლოეს პერიოდში დასრულდება მთის ფინდიდან დაფინანსებული სოფელ მურჯახეთთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა;
აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სოფლების – ქარცეფისა და აფნიის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, გზის სიგრძე 4500 მეტრია, აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელსაც გაგრძელდება. ქალაქ ახალქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური მოედნის, თავისუფლების ქუჩის საგზაო სამოსისა და შენობა – ნაგებებების ფასადების რეაბილიტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებიული „განახლებული რეგიონების “პროგრამის ფარგლებში. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა ინფრასტრუქრურული პროექტების დათვალიერების შემდეგ გამართეს შეხვედრები ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერიების ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურების თანამშრომლებთან. შეხვედრაზე გააანალიზეს 2022 წელს განხორციელებული და 2023 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0