ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

11/03/2020

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან კორონა ვირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, მერებისგან მიიღო ინფორმაცია სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, პარკები, სკვერები და საზოგადოების თავშეყრის ადგილები. შეხვედრაზე რეგიონებში 2020 წლისთვის დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0