ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, პანდემიის მართვის საკითხები, როგორიცაა აცრების წახალისება, მოსახლეობის ინფორმირება, აღნიშნულ პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მომავალი წლის ბიუჯეტების დაგეგმვისას აქცენტირებულ ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე და მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები.

Visited 34 times, 1 visit(s) today