ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

18/03/2020

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, რეგიონში ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რწმუნებულმა მათ პრემიერთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრის დეტალები გააცნო, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. თათბირის ერთ-ერთი მთავარი თემა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საკითხი, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობა, პურ-პროდუქტების გაძვირების საკითხი და ტურისტულ ცენტრებსა და სარიტუალო სახლებში დაწესებული შეზღუდვები იყო. მხარის რწმუნებულმა თათბირის დროს აღინიშნა, რომ ამ დროისთვის მიკროავტობუსების გადაადგილება იზღუდება ქალაქებში, რაც შეეხება ქალაქებსა და რაიონებს შორის მათ მოძრაობას, ამ ეტაპზე ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ შემთხვევაში შეძლებისდაგვარად იქნება კონტროლი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0