ბესიკ ამირანაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს შეხვდა

04/02/2020

სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი გაუსვა მეზობელი ქვეყნების საუკუნოვან ურთიერთობის მნიშვნელობას, მისი თვალსაზრისით სომხური დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაღრმავებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0