ბზვანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07/06/2017

ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ, მოადგილესთან, ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ბესარიონ ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. ამ დროისთვის ბზვანის საბავშვო ბაღში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს,რომელიც მოიცავს შენობის სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბუხა“ აწარმოებს. აღნიშნული ბაღის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 140 000 ლარი დაიხარჯება. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება,სექტემბრიდან კი ბზვანელი ბავშვები ახალ,თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ ბაღში ივლიან ,სადაც მათი აღზრდისა და განვითარებისთვის ყველა პირობა იქნება დაცული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0