ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენ მას სერიოზულად მოვეკიდებით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მოგების გადასახადისი ახალ სისტემაზე გადასვლის გადავადების შესახებ ბიზნესასოციაციის წინადადებას.როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

“ეს ყველაფერი კეთდება ბიზნესისთვის; იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ აუცილებლად ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Visited 150 times, 1 visit(s) today