ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისთვის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

07/08/2017

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისთვის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
პრეზენტაციას, რომელიც ტექნოპარკში მოეწყო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები, ასევე ბიზნესის ასოციაციების ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი გენერალური გეგმის შემუშავებაში.
გიორგი ალიბეგაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქისთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობას გაუსვა ხაზი.
დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს. მათ დეტალურად ისაუბრეს გაწეული სამუშაოს შედეგზე, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს მოიცავს.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ბიზნესმენებმა გენგეგმის ჯგუფს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტში ყველა საქმიანი წინადადება და შენიშვნა იქნება გათვალისწინებული

Tweet about this on TwitterShare on Facebook0