„ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციასთან მიერთების საკითხი განიხილეს

09/10/2017

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციასთან მიერთების საკითხი განიხილეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, კონვენცია შემუშავდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 1986 წელს. კონვენციის წევრია 112 სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია.
დღესვე კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონის პროექტი განსაზღვრავს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0