ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციტივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა

14/12/2017

14-15 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
პლენარული სხდომის დღის წესრიგში არის ორმოცდაათამდე როგორც კენჭსაყრელი, ასევე განსახილველი საკითხები. პარლამენტში დღეს იგეგმება კენჭისყრა კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელიც პარლამენტმა ამ დღეებში უკვე განიხილა.
განსახილველ საკითხთა სიას რამდენიმე ახალი საკითხიც ემატება: დადგენილების პროექტი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“; კანონპროექტი „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით; „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით; „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, მეორე მოსმენა; „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მეორე მოსმენით. დღის წესრიგს ასევე დაემატა პირველი მოსმენით განსახილველი რამდენიმე კანონპროექტი.
ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციტივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა. ბიურომ ცნობად მიიღო სხვადასხვა კომიტეტის დასკვნები პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებზე. ბიუროს წევრებმა ამის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0