ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხებს, რომელიც დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილება

23/12/2017

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს გადაწყვეტილება გააცნო პარლამენტის რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, შაბათს, დასვენების დღეს სხდომის გაგრძელების თაობაზე. ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხებს, რომელიც დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილება. იმსჯელეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების კომიტეტებში განხილვის გრაფიკზე.
ბიუროს სხდომაზე, ასევე, განიხილეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას წარდგენისა და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
ამის შემდეგ პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0