ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

11/12/2017

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს შორის გაანაწილეს.
12-15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველ 54 საკითხს შორისაა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, ასევე, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დღესვე იმსჯელეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის თარიღის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონმდებლები მათ მომდევნო კვირაში გამართულ რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0