ბიუროს სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გრაფიკი განისაზღვრა

02/10/2017

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გრაფიკი განისაზღვრა.
საპარლამენტო კომიტეტები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავენ. კანონმდებლები ასევე, იმსჯელებენ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტსა და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონპროექტზე.
დღესვე, ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა, მათ შორის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს – ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი – „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0