ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2-4 მაისის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების რიგითობა განისაზღვრა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა. ირაკლი კობახიძემ კოლეგებს განსახილველი საკითხები გააცნო.
ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, განიხილავს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. ასევე, იმსჯელებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტზე.
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობისას მხარი დაუჭირეს რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელებას. მათ შორის, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 სექტემბრამდე გაგრძელებას.

Visited 206 times, 1 visit(s) today