ბიუროს სხდომაზე 1-3 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს

01/11/2017

ბიუროს სხდომაზე 1-3 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს წევრებს 1 და 2 ნოემბრის პლენარული სხდომების განსახილველი საკითხები გააცნო. რაც შეეხება 3 ნოემბრის პლენარულ სხდომას, იგი მთლიანად 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვასთან დაკავშირებით შესაბამისი კომიტეტებიც განსაზღვრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0