ბიუროს სხდომაზე 20 – 22 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების რიგითობა განისაზღვრა

18/09/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო და ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც წარუდგინა. ბიუროს სხდომაზე, ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირას, კანონმდებლები 50 საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, სხვადასხვა მოსმენის კანონპროექტებსა და პარლამენტის დადგენილების პროექტებზე იმსჯელებენ.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბიუროს მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ქუთაისში 11:30 საათზე, ხოლო პლენარული სხდომა – 12:00 საათზე გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0