ბიუჯეტის კორექტირების მოცულობა ახალ საგადასახადო კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მოცულობა საქართველოს ახალ საგადასახადო კანონმდებლობაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მან აღნიშნა, მას ამ ეტაპზე მოცულობებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით სამთავრობო დაწესებულებებთან და ბიზნესწრეებთან აქტიურად მუშაობს.
“ფინანსთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება. აქტიურად ვმუშაობთ არა მარტო სამთავრობო დაწესებულებებთან, არამედ ბიზნესწრეებთან, რათა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები განვახორციელოთ”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას და შემდეგ პარლამენტს თებერვლის პირველ ნახევარში წარედგინება.
“სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში კანონპროექტი საქართველოს მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინება. ამის შესაბამისად შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა, თუმცა დღეს მოცულობებზე საუბარი ნაადერევია, ვინაიდან ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი დიზაინის იქნება, საბოლოო ჯამში, საქართველოს ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და როდიდან შევა ის ძალაში”, – განაცხადა მან.
“ჩვენ ვაპირებთ ძალიან სერიოზულ საგადასახადო რეფორმას. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც ისაუბრა.

Visited 115 times, 1 visit(s) today