ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია

01/07/2017

ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის საკითხზე დასმულ კითხვაზე გია ვოლსკიმ ასე უპასუხა:
„ჩვენ რომ ერთი გუნდი ვართ, ეს სიახლე არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობა რომ არ არის, ამაში გასაკვირი არაფერია“.
კითხვაზე, აისახება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პასიურობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, ვოლსკიმ კითხვითვე უპასუხა – „რატომ უნდა აისახოს?!“. „ქართულ ოცნებას“ ვინც უჭერდა მხარს, ის დაუჭერს მხარს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია ეს ყველასთვის ცნობილია და მისი უშუალო ჩართულობა არა თუ ამ პროცესში, არამედ სხვა პროცესებში უკვე დიდი ხანია მოგონილია და ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტულ-მოარულ აზრად დადის თქვენს პოლიტიკურ გუნდში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით.

„პოლიტსაბჭოზე მეტი მსჯელობა იყო კალაძის ხედვებზე, ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ამა თუ იმ საკითხზე და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს, თუნდაც ის, რომ ამხელა ჰესის შენებლობა დასრულდა და ეს კახის დამსახურებაც არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0