ბიძინა ივანიშვილმა და გიგა ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ”ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო”. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საჩხერის საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების ელემენტარული ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ – ბიძინა ივანიშვილს სურდა მეორე ადგილზე გაეყვანა ”ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ნაციონალური-მოძრაობა“. მოხდა გარიგება ბოკერიასა და ივანიშვილს შორის. უბრალოდ მათ იმდენიც ვერ გააყალბეს, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. კერძოდ, საჩხერის პრაქტიკულად ყველა უბანზე მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“. ივანიშვილმა და ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს. საჩხერე არის ერთადერთი რაიონი მთელს საქართველოში, სადაც ყველა უბანზე მეორე ადგილზე ბოკერიას პარტია გავიდა. ეს არის პირდაპირი გარიგება ბიძინა ივანიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ შორის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Visited 221 times, 1 visit(s) today