ბობოყვათში წყალმომარაგების პრობლემა მალე მოგვარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს პროექტის მიმდინარეობას ქობულეთის მერის მოადგილე სულხან მოწყობილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი გაეცნენ. მათ წყალსადენის სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ცენტრალური და შიდა ქსელების მოწყობასა და აბონენტთა გამრიცხველიანობას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შედეგად 1000-ზე მეტი ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოებისთვის 972 885 ლარია გამოყოფილი.

Visited 204 times, 1 visit(s) today