ბოლნისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის ივლისის თვეში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოავლინა 3 ობიექტი, რომელთაც მითითება მიეცათ დარღვევის აღმოსაფრხვევად. დაჯარიმდა – 1 ობიექტის მეპატრონე.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განხორციელებისას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნაზე გაიცა 11 გაფრთხილება, გარე ვაჭრობის ფაქტზე 6, სამშენებლო ნარჩენის დაყრის გამო – 5, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრის გამო – 19 გაფრთხილება.
საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა გამოვლენილ მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 1 ფაქტზე, მოქალაქე დაჯარიმებულია 120 ლარით.
ზედამხედველობის სამსახურში მიღებული 22 წერილიდან და განცხადებიდან 20 შესწავლილია და გაცემულია შესაბამისი პასუხი, 2 განცხადება კი შესწავლის პროცესშია. ხე-მცენარეების შესწავლის სამუშაო ჯგუფს განცხადებით მიმართა ორმა მოქალაქემ, რომელზედაც ჯგუფმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.
მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში ექსპლოატაციაში მიღებულ იქნა შპს „მზიანი მოსავლის“
მიერ აშენებული კარტოფილის გადამამუშავებელი სასაწყობე შენობა.