ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთნ ერთად სოფელ სავანეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „მზიანი მოსავალი“ მოინახულა , რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ადგილზე მის დირექტორს, ვლადიმერ ლეფჩინსკის გაესაუბრნენ და დაინტერესდნენ ერთდროულად შესანახი წლიური პროდუქციის რაოდენობით.
„მზიანი მოსავალის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის განთავსებაა შესაძლებელი. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.
Visited 308 times, 1 visit(s) today