ბოლნისის მერმა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მოსახლეობას ცურტავის დედათა მონასტრიდან მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო და მოსახლეობას ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მიულოცა.

„ქეთევან დედოფალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა, რადგან მან სამშობლოსა და რწმენისთვის თავი გაწირა. მისმა სიმამაცემ ნათლად წარმოაჩინა ქალის სიძლიერე და შეუპოვრობა. მინდა ბოლნისის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მივულოცო. ღმერთს ვთხოვ მოგვცეს ძალა, რათა წმინდა ქეთევანის მსგავსი თავდადება და შეუპოვრობა გამოგვეჩინოს მაშინ, როდესაც ეს ჩვენს სამშობლოს დასჭირდება“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 136 times, 1 visit(s) today