ბოლნისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ახალი რეანომობილი გადაეცა

????????????????????????????????????

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის 2 სპეცმანქანა გადასცა. ახალი რეანომობილებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე, ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანომობილის გადაცემის შედეგად კი, კრიტიკულ პაციენტთა გადაყვანა ოპერატიულად მოხდება. გადაცემის ცერემონიას აზერბაიჯანის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი ესწრებოდნენ.

Visited 190 times, 1 visit(s) today