ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დღეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში ბოლნისის მუნიციპალიტეტში იგეგმება, რათა მოსახლეობას წყალი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიეწოდოს.

Visited 119 times, 1 visit(s) today