ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად, COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გააკრა. პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.
Visited 56 times, 1 visit(s) today