ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” გრანტი უკვე მეორედ მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) გრანტი მეორედ მოიპოვა.
2-წლიან პროექტს, „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ მუნიციპალიტეტი CURSUS-თან ერთად განახორციელებს. 250 ათასი ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიჯიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი, 380 000 ევროს ოდენობით, პირველად 2018 წელს მოიპოვა. გრანტით გათვალისწინებული პროექტის “ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში „აგროცენტრი“ აშენდა, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა.

Visited 31 times, 1 visit(s) today