ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე სათხეს ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

06/09/2017

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ახალი საზოგადოებრივი პროექტის – „ემეგობრე მემკვიდრეობას” ეგიდით, სოციალურ ქსელში გამოკითხვის გზით ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები შეარჩია.
შერჩეული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში მოხვდება, მათზე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები კი კლუბის – „ემეგობრე მემკვიდრეობას“ საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებთან ერთად, თანადაფინანსების წესით განხორციელდება.
საკულტო-საფორტიფიკაციო ძეგლებიდან ყველაზე მეტი ხმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა სათხეს ეკლესიამ მიიღო.
გამოკითხვაში 992-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხმები კი ასე გადანაწილდა:
საკულტო-საფორტიფიკაციო ძეგლები:
1. სათხეს ეკლესია – 33.6 %, 219 ხმა
2. დავით-გარეჯი, დოდოს რქა -17.4%,144 ხმა
3. ვარძია – 16.6 %, 139 ხმა
4. გეგუთის სასახლე – 10.5 % 110 ხმა
5. დანარჩენი – 21.9 % 180 ხმა
არქეოლოგიური ძეგლები:
1. დოლოჭოპი- 47,2%, 367 ხმა
2. გრაკლიანი- 34,5%, 302 ხმა
3. დანარჩენი – 18.3 % 102 ხმა
სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები გამოკითხვით შერჩეული ძეგლების უმეტესობაზე უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება პროექტის – „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებშიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0