ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მუშევანის მაცხოვრებლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ მუშევანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. შეხვედრა იმ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.
400 კომლიანი სოფელი არსებული რიტუალების სახლის სამზარეულოს მოწყობას და ინვენტარით აღჭურვას, ასევე რიტუალების სახლის და სკოლის ეზოების გამყოფი ღობის გაკეთებას ითხოვს.
დღევანდელ შეხვედრაზე სკოლის დირექციამ ეზოში მდებარე ხევის იზოლირება მუნიციპალიტეტის მერს პირადად სთხოვა. დღის წესრიგში კიდევ ერთი პრობლემის მოგვარება დადგა- უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სპორტდარბაზის ღია სამზარეულოდ გადაკეთება. სოფელში შიდა მისასვლელი გზაც მოსაწესრიგებელია, აღნიშნული საკითხები მერმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა და ეტაპობრივად, ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

Visited 141 times, 1 visit(s) today