ბოლნისის მუნიციპალიტეტში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დასუფთავების აქცია მოეწყო. სოფელ ჯავშანიანის ხევი ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მერიის თანამშრომლებთან და შპს ,,კომუნალური მეურნეობის” წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

“დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური სამსახური ყოველდღიურად ზრუნავს მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, არის გარკვეული ლოკაციები, სადაც სტიქიური ნაგავსაყრელები იქმნება და ჩვენც სწორედ ასეთ ადგილებს ვასუფთავებთ პერიოდულად. სუფთა გარემო არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მსგავსი აქციები რა თქმა უნდა კვლავ გაგრძელდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა.

Visited 161 times, 1 visit(s) today