ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძვნარიანს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რიტუალების სახლი ექნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, დღეს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ ძეძვნარიანის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს რიტუალების აშენება სთხოვა. სოფელში უკვე არის რკინის გადახურული კონსტრუქცია, რომელიც გასულ წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. რკინის კონსტრუქციის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოფელს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რიტუალების სახლი ექნება.
როგორც დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას განუმარტა, პროექტი მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს და უხლოეს დღეებში სატენდერო პროცედურები დაიწყება.

Visited 200 times, 1 visit(s) today