ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა სპეციალური ტექნიკა შეისყიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტდადიონზე, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, ახალი მინდვრის საფარი მოეწყო. სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა საფარის მოვლისა და შენარჩუნებისთვის მოედნის საჩხვლეტი, მოედანზე მიწის შემტანი და ბალახის სათესი ტექნიკა შეიძინა. წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე აღიშნული სამსახური ბალახის შეთესვას განახორციელებს.
ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე განხორციელებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა მოინახულეს.

“იმისათვის, რომ ბოლნისის სიონმა თამაშები საშინაო არენაზე გამართოს, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სტადიონზე მოეწყო ახალი მინდვრის საფარი, რომლის მოსავლელად სპეციალური ტექნიკის შეძენა გახდა საჭირო.ვიმედოვნებთ, 24 ნოემბერს ბოლნისის “სიონი” 33-ე ტურის მატჩს თბილისის “ლოკომოტივთან” ბოლნისის სტადიონზე გამართავს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Visited 131 times, 1 visit(s) today