ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო დროშა დაეშვა

25/02/2019

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო დროშა დაეშვა.
25თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. 98 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად, პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დღის განმავლობაში დაშვებული იქნება.
25 თებერვალი ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებითაა გამოცხადებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0