ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 აპრილს გმირულად დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ

08/04/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ. ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
11:30 სთ- ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვალებული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
11:50 სთ- კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება
მონაწილეობენ: ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ბოლნისი”
ფოლკლორული ანსამბლი “სიონი”
სოლისტები სალომე წიქორიძე და ნიკა აბდუშელიშვილი
ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის, სოფელ რატევნისა და სოფელ ნახიდურის სკოლების მოსწავლეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0