ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, 26 მაისს, გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, 26 მაისს, გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.
12:00 საათიდან – კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და ყვავილების გამოფენა, ბოლნისში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ამსახველი ფოტო – გამოფენა და ბიბლიოთეკების მიერ წარმოდგენილი წიგნების გამოფენა.
15:00 საათი -ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება დასკვნითი კონცერტი ანსამბლ „ორბელისა“ და „ერთობას“ შესრულებით.
არ გამოტოვოთ დაგეგმილი ღონისძიებები!

Visited 90 times, 1 visit(s) today