ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ცხელების ცენტრი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი ცხელების ცენტრი მოინახულეს. შოთა რეხვიაშვილი და დავით შერაზადიშვილი მედიკოსებს გაესაუბრნენ და ცენტრში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. ცხელების ცენტრში ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრი მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ. ადგილზე მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდებათ.

Visited 84 times, 1 visit(s) today