ბოლნისს კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ბოლნისს სულ მალე კიდევ ერთი ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება – ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ათეული წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა სულ მალე მოგვარდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის პირველ ეტაპზე ქუჩაში არსებული დაიზანებული კედლებისა და ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომ კი გზაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება. აღსანიშნავია, რომ წინა წელს კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში მერაბ კოსტავს მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციაც იგეგმება.

„კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ქალაქ ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეს მერაბ კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გავეცანით. სულ მალე ქუჩის მაცხოვრებლები მოწესრიგებული გზით სარგებლობას შეძლებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა განასაკუთრებით პრიორიტეტულია, წელს ამ მიმართულებით 10 პროექტი ხორციელდება, რომელთა სრული ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციით მიმდინარეობს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Visited 84 times, 1 visit(s) today