ბოლნისს წელს კიდევ რამდენიმე ქვაფენილიანი ქუჩა შეემატება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ქალაქ ბოლნისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე ქვაფენილის დაგების სამუშაოები ადილზე მოინახულა.
110 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის მოწყობა ივლისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

„ბოლნისს ადგილობრივი ბაზალტით მოკირწყლული კიდევ რამდენიმე ქუჩა შეემატება, რაც ქალაქის თვითმყოფად იერსახეს მეტად მიმზიდველს გახდის. ეს ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც უწყობს ხელს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბოლნისური ბაზალტი თავისი გამძლეობითაც გამოირჩევა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ვფიქრობ, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვენს ქალაქში ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად კომფორტულს ხდის“, – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

Visited 110 times, 1 visit(s) today