ბოლნისში, საახალწლო ნობათები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უკვე რამდენიმე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, წინასაახალწლოდ, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ნობათებს გადასცემს. დღესაც, ტრადიციულად, სოციალურად დაუცველ 195 ოჯახს , რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცა და წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა.
საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც დაურიგდება.

Visited 126 times, 1 visit(s) today