ბოლნისში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29/03/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე, ქვემო ქართლის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხების მიმართ ზოგადი სამოქმედო პრინციპების შეთანხმებისა და დახვეწის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, კომპანია „RMG“ – ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ამირან ქართველიშვილი, და ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენლობითი ჯგუფი ესწრებოდა.
შეხვედრაზე განსახილველი თემები მოიცავდა მხარეთა შორის საკოორდინაციო მექანიზმების შეთანხმებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: კულტურული მეკვიდრეობისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანი სამოქალაქო მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; რეგიონის საზოგადოებრივი წრეებისა და სათემო გაერთიანებების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების წარმოება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის სივრცეების ირგვლივ მდგრადი სათემო ეკონომიური განვითარების საფუძვლების შექმნა და ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0